ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი:  „ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი და არის მხნედ. რაიმე კონკრეტული მესიჯი საზოგადოების მიმართ არ დაუბარებია. მიმდინარე საკითხებზე ვისაუბრეთ, სტანდარტულ პროცედურებზე, რომელსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესახლებული პატიმრები გადიან. მის მიმართ მოპყრობა არის ნორმალური. ისეთი, როგორიც სხვა ნებისმიერ მსჯავრდებულთან მიმართებით".

13-01-2026 15:15
კატეგორიები: RSS პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 178

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი თავს მხნედ გრძნობს და მის მიმართ დამოკიდებულება არის ნორმალური.

როგორც ადვოკატმა რუსთავის ციხეში ირაკლი ღარიბაშვილის მონახულების შემდეგ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ყოფილ პრემიერს საზოგადოების სათქმელად არაფერი დაუბარია.

„ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი და არის მხნედ. რაიმე კონკრეტული მესიჯი საზოგადოების მიმართ არ დაუბარებია. მიმდინარე საკითხებზე ვისაუბრეთ, სტანდარტულ პროცედურებზე, რომელსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესახლებული პატიმრები გადიან. მის მიმართ მოპყრობა არის ნორმალური. ისეთი, როგორიც სხვა ნებისმიერ მსჯავრდებულთან მიმართებით. ეს იყო ჩვენი შეხვედრის მიზანი - დავრწმუნებულიყავით ადვოკატები, რომ მისი უფლებები დაცულია და თავს ნორმალურად გრძნობს. სამარტოო საკანში იმყოფება. შესაბამისად, არის სტანდარტული სიტუაცია “,-განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილმა ხანგრძლივი სამართლებრივ დავა, ადვოკატმა განმარტა, რომ მას ირაკლი ღარიბაშვილთან ამ საკითხზე არ უსაუბრია, რადგან დანაშაული აღიარა და შედეგი დამდგარია.

„მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. ამ საქმეზე სამართლებრივი შედეგი დამდგარია, ამ საკითხებზე ჩვენ აღარ ვმსჯელობთ და არ განვიხილავთ იმიტომ, რომ ეს კონკრეტული შედეგი არსებობს და ეს შედეგი მისი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეა. მან აღიარა დანაშაული, გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება იმ პირობებით, რა პირობებიც გაცხადდა, ეს არის 5 წელი რეალური სასჯელი და ჯარიმა“,- განაცხადა ადვოკატმა.

ამირან გიგუაშვილის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრები და კომუნიკაცია ოჯახის წევრებს და მსურველებს იმ ინტენსივობით შეეძლებათ, რაც ნებისმიერი სხვა მსჯავრდებულისთვის არის დასაშვები.

ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება ყველასთვის, მათ შორის იმ ინსტიტუციისთვის, რომელსაც ის წარმოადგენდა - რა თქმა უნდა, მან ყველა რისკი გათვალა და უფრო მეტი სიბინძურის ამოყრა ალბათ, არავისთვის იქნებოდა სასურველი - დეტალები თავისთავად მეტ სიბინძურეს ქმნის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
CBS News-ის ინფორმაციით, ირანში მყოფმა წყარომ მათთან დარეკვა შეძლო და შეატყობინა, რომ აქტივისტების ჯგუფები პროტესტებიდან დაღუპულთა სრული სიების შედგენას ცდილობენ, ხოლო სამედიცინო წარმომადგენლების ანგარიშებზე დაყრდნობით, დაღუპულთა რიცხვი ამ მომენტისთვის 12-დან 20 ათასამდეა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე