ახალციხეში მეორე სართულიდან ჩამოვარდნილი ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ახალციხეში მეორე სართულიდან ჩამოვარდნილი ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

09-06-2025 21:10
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 749

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის ინფორმაციით, მეორე სართულიდან ჩავარდნილი ქალის მდგომარეობა მძიმეა. იგი მართვითი სუნთქვის აპარატზე იმყოფება. პაციენტის გადაყვანა თბილისში იგეგმება.

„ინტუბირებულია, მისი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ოპერაციაც ვერ გაუკეთდა. ახლა სტაბილიზაციისკენ მივდივართ. საჭიროებს ნეიროქირურგიულ ჩარევას და არამხოლოდ, რადგან მრავლობითი მოტეხილობები აქვს, იგეგმება შესაბამის კლინიკაში გადაყვანა“,- განუცხადეს „სამხრეთის კარიბჭეს“ კლინიკაში.

ცნობისთვის, 6 ივნისს ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე კორპუსის მეორე სართულიდან ქალი ჩამოვარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი აივანზე იმყოფებოდა, მოულოდნელად ხის იატაკის ფიცარი ჩატყდა.

წყარო/ფოტო: 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე