ქუთაისში მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა – მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

ქუთაისში მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა – მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

09-06-2025 17:59
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 398

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – გუგუნავას ქუჩაზე მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

“ბაბუ გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მოტოციკლი დაეჯახა, შემთხვევიდან დაზღვეული არავინ არის, თუმცა გაქცევა ნამდვილად არ არის სწორი და ადამიანური საქციელი”, – ამბობს თვითმხილველი “ინფო იმერეთთან”.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე