ანი წითლიძე - ვაორმაგებთ თანხას და ყველა იმ ადამიანს, მოქმედ ძალოვანს, რომელიც არ შეასრულებს ბიძინა ივანიშვილის უკანონო ბრძანებას, ჯილდოდ 400 ათას დოლარს გადავცემთ

ანი წითლიძე - ვაორმაგებთ თანხას და ყველა იმ ადამიანს, მოქმედ ძალოვანს, რომელიც არ შეასრულებს ბიძინა ივანიშვილის უკანონო ბრძანებას, ჯილდოდ 400 ათას დოლარს გადავცემთ

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 161

ვაორმაგებთ თანხას და ყველა იმ ადამიანს, მოქმედ ძალოვანს, რომელიც არ შეასრულებს ბიძინა ივანიშვილის უკანონო ბრძანებას, ჯილდოდ 400 ათას დოლარს გადავცემთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილისთვის წარდგენილი ბრალდებით კიდევ უფრო სასაცილოდ გამოიყურება.

„„ჩმორია“ მდინარაძე, ერთხელ ნაცემი მყავს პარლამენტში. იცის, როგორ ვცემე და გავიმეორებ, როცა ვნახავ. მინდა, გავუმეორო მდინარაძეს, იმ ბრალდებით, რაც ხაბეიშვილს წაუყენეს, კიდევ უფრო სასაცილოდ გამოიყურება და კიდევ უფრო ანახებს, როგორ ეშინია რეჟიმს. მე, ანა წითლიძე, ჩემს მეგობრებთან ერთად, ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ 200 ათასი დოლარი, რაც იყო დასახელებული და ლევან ხაბეიშვილს ბრალი წაუყენეს, ვაორმაგებთ ამ თანხას და ყველა იმ ადამიანს, მოქმედ ძალოვანს, რომელიც არ შეასრულებს ბიძინა ივანიშვილის უკანონო ბრძანებას, ჯილდოდ 400 ათას დოლარს გადავცემთ. ამაზე პირადად მე ვარ პასუხისმგებელი. ახლა გამოვიდეს მდინარაძე და თუ აქვს ერთი ადგილი, დამაკავოს. აგერ ვდგავარ მისი შენობის წინ. მაგრამ მდინარაძეს მხოლოდ ისეთი ჩასაფრებით შეუძლია დაკავება, როგორი ჩასაფრებითაც დააკავა ხაბეიშვილი და გაიტაცა მურთაზ ზოდელავა“, – განაცხადა ანი წითლიძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე