აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს ბრალი ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე წარედგინა - პროკურატურა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს

აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს ბრალი ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე წარედგინა - პროკურატურა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს

7 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 166

პროკურატურა 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების ფაქტზე დაკავებული აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.

როგორც უწყებაში განმარტეს, გირაოს მოთხოვნა მათ „სხვადასხვა პირობების გათვალისწინებით“ გადაწყვიტეს.

„მარიამ მეყანწიშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის აშკარა დაუმორჩილებლობის მიზნით, 4 ოქტომბერს, ათონელის ქუჩაზე ყოფნისას მოახდინა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, მოქალაქეებს მოუწოდა და შემდგომი მოქმედების კოორდინირების, პოლიციის თანამშრომლების დაუმორჩილებლობისა და მათზე ძალადობის მიზნით შეკრებილიყვნენ რუსთაველის გამზირის 21 ნომერში მდებარე ოფისში. აღნიშნულის შემდეგ, ათონელის ქუჩაზე და რუსთაველის გამზირზე გაგრძელდა ძალადობრივი ქმედებები, რა დროსაც მასში მონაწილე პირები მიზანმიმართულად აზიანებდნენ და არბევდნენ და ცეცხლის წაკიდებით ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა საკუთრებას, ისინი არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნებს და უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.

მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას“, - განაცხადეს პროკურატურაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე