ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი საქართველოს პროკურატურას მიმართავს განცხადებით, განუმარტონ, რატომ არ ეძლევა უფლება ახალია ადვოკატის სტატუსით მოინახულოს.   იგი პროკურატურისგან ითხოვს პასუხს, თუ რომელი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე იზღუდება მისი უფლება.  ნადარეიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რომ საქართველოში „კონსტიტუცია, კანონი და სამართალი არ არსებობს“.

03-01-2026 18:58
კატეგორიები: RSS პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 116

ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი საქართველოს პროკურატურას მიმართავს განცხადებით, განუმარტონ, რატომ არ ეძლევა უფლება ახალია ადვოკატის სტატუსით მოინახულოს.

გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის მისამართით დაწერილი შესაბამისი განცხადების ტექსტს ნადარეიშვილი „ფეისბუქზე“ აქვეყნებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ არ ეძლევა უფლება, თავის მეუღლეს შეხვდეს როგორც ადვოკატი. ნადარეიშვილის თქმით, მხოლოდ ზეპირსიტყვიერად განუმარტეს, რომ მისი „სამართლებრივი სტატუსი გაურკვეველია“.

ანი ნადარეიშვილის განცხადებით, პროკურატურისგან ითხოვს, პასუხს იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რომელი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე იზღუდება მისი უფლება, განახორციელოს ადვოკატის პროფესიული საქმიანობა.

განცხადებასთან ერთად, ნადარეიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რომ საქართველოში „კონსტიტუცია, კანონი და სამართალი არ არსებობს“.

„აქვე ვაფიქსირებ, რომ კონსტიტუცია, კანონი და სამართალი ამ ქვეყანაში არ არსებობს, ხელისუფლება მიტაცებულია რუსული რეჟიმის მიერ, მაგრამ ამ წერილებს რეჟიმის მსახურ ორგანოებს ვწერ შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალების ამოწურვის მიზნით, რომელიც დადგენილია საერთაშორისო სტანდარტით“,- წერს ნადარეიშვილი.

გარდა საქართველოს პროკურატურისა, ნადარეიშვილი თავის განცხადებაზე რეაგირებას ითხოვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და სახალხო დამცველისგან.

ირანი გაერო-ს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადების დაგმობისკენ მოუწოდებს.  გაერო-ში ირანის ელჩმა, ამირ-საიდ ირავანიმ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშსა და უშიშროების საბჭოს წერილი გაუგზავნა.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე დენის შმიგალის კანდიდატურა წარადგინა. მისი თქმით, უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, იულია სვირიდენკოსთან კონსულტაციები ჰქონდა და იმედი აქვს, რომ პარლამენტი პირველი ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე დენის შმიგალის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე