ირანი გაერო-ს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადების დაგმობისკენ მოუწოდებს.  გაერო-ში ირანის ელჩმა, ამირ-საიდ ირავანიმ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშსა და უშიშროების საბჭოს წერილი გაუგზავნა.

03-01-2026 18:37
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 87

ირანი გაერო-ს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადების დაგმობისკენ მოუწოდებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გაერო-ში ირანის ელჩმა, ამირ-საიდ ირავანიმ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშსა და უშიშროების საბჭოს წერილი გაუგზავნა.

„ირანი თავის უფლებებს გადამწყვეტად და პროპორციულად გამოიყენებს. ამერიკის შეერთებული შტატები ამ უკანონო მუქარებისა და ამის შედეგად წარმოქმნილი ნებისმიერი ესკალაციის შედეგებზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს“, - ნათქვამია წერილში.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონად ტრამპის განცხადებით, თუ ირანის ხელისუფლება მშვიდობიან მომიტინგეებს ესვრის და დახოცავს, შეერთებული შტატები მათ დაეხმარება.

„თუ ირანი მშვიდობიან მომიტინგეებს ესვრის და ძალადობრივად დახოცავს, რაც მათი ჩვეულებაა, ამერიკის შეერთებული შტატები მათ საშველად მივა. მზად ვართ წასასვლელად“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

შეგახსენებთ, ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები და გაფიცვები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს მომხდარი არეულობის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე