📍 ბიზნესმენ ბენ ანორის ადვოკატმა, ინტერპრესნიუსთან განაცხადა, რომ ჟურნალისტ ელისო კილაძის დაკავება, სავარაუდოდ, მათ მიერ პროკურატურაში წარდგენილი ფარული ჩანაწერების საფუძველზე მოხდა.

📍 ბიზნესმენ ბენ ანორის ადვოკატმა, ინტერპრესნიუსთან განაცხადა, რომ ჟურნალისტ ელისო კილაძის დაკავება, სავარაუდოდ, მათ მიერ პროკურატურაში წარდგენილი ფარული ჩანაწერების საფუძველზე მოხდა.

3 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 24

📍 ბიზნესმენ ბენ ანორის ადვოკატმა, ინტერპრესნიუსთან განაცხადა, რომ ჟურნალისტ ელისო კილაძის დაკავება, სავარაუდოდ, მათ მიერ პროკურატურაში წარდგენილი ფარული ჩანაწერების საფუძველზე მოხდა.

💬 "„13 იანვარს შევიტანე საჩივარი და 13 იანვარს მივაწოდე პროკურატურას მტკიცებულება - ფარული ჩანაწერი. ამის შემდეგ ქალბატონმა ელისომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს არის ყალბი, ფალსიფიცირებული და ა.შ. დავნიშნეთ სამხარაულის ექსპერტის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა. გუშინ მივიღე პასუხი ამაზე. მანამდე გენერალურ პროკურატურაში 4 საჩივარი მაქვს შეტანილი რეაგირების გაკეთებით მოთხოვნით, მაგრამ არ აკეთებდნენ. გუშინ, სამხარაულმა ჩამაბარა ექსპერტიზის დასკვნა, სასწრაფოდ წარვადგინე გენერალურ პროკურატურაში და მოვითხოვე რეაგირება. სავარაუდოდ, ამას უნდა უკავშირდებოდეს ელისო კილაძის დაკავება. რადგანაც ამ ჩანაწერის ავთენტურობა უკვე ეჭვქვეშ აღარ იყო, სავარაუდოდ, ამის შემდეგ აქვთ ეს გადაწყვეტილება მიღებული.

რაც შეეხება ჩემს მოთხოვნას და იმას, თუ რა ინფორმაციის მატარებელია ფარული ჩანაწერი - ცალსახად, საუბარია ორ რამეზე. ერთი არის, როგორც წაართვეს ისრაელის მოქალაქეს და ინვესტორს ბენ ანორის ქონება. საქმე ეხება ფანჯიკიძის ქუჩა N1-ში მდებარე შენობას, რის გამოც 3-მა ადამიანმა პასუხი აგო, მაგრამ ელისო კილაძეც მონაწილეობდა ამ დანაშაულში და მას არ უგია პასუხი ამაზე. მეორე ნაწილი არის „ქოლცენტრებთან“ სავარაუდო კავშირები. აშკარად გამოკვეთილია, რომ თურმე, ვიღაცა მათი ჯგუფიდან გაბრაზებულა და გადასულა უკრაინაში. ელისო კილაძე კი ვიღაცას ჰპირდება, რომ მაგას ავუყირავებ უკრაინაში ყველაფერს, რადგანაც ხელი მიმიწვდება მთავრობასთან და ქუჩასთანაცო. ასე რომ, ამის გამოძიების დაწყება ვთხოვე პროკურატურას თავის დროზე და არ აკეთებდნენ მთელი ეს პერიოდი. სავარაუდოდ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის გაცემის შემდეგ იძულებული გახდნენ გაეკეთებინათ რეაგირება,“ - განაცხადა ზურა თოდუამ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე