ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე, გიგა ცხელიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც გიგა წერს, გარდაიცვალა მათი ახლობელი, ბარბარე ბეჭვაია, რომელიც ბავშვებზე ხშირად ზრუნავდა.
"გული ძალიან მტკივა Barbare Betchvaia შენთან სიკვდილს რაუნდოდა თავი სიზმარში მგონია
ჩემო სიცოცხლე შორენა ჩაკიდე ხელი და სამოთხეში შენთან წაიყვანე ის შენ შვილებზე ზრუნავდა" - წერს გიგა ცხელიშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.
გავრცელებული ინფორმაციით ბარბარეს ცეკვის დროს გული გაუჩერდა.
"ძალიან რთულია სიტყვებით გადმოცემა იმ ტკივილის, რასაც განვიცდით, როცა ასეთი ნათელი სული და ადამიანი ტოვებს ამ ქვეყანას. შენს ღიმილს, სითბოს და ადამიანობას არასდროს დავივიწყებთ. დედამიწას ნამდვილად სჭირდებოდა შენნაირი ანგელოზი…არავის სჯერა, რომ ასე ადრე დაგვტოვე შენი ყოფნა სულ სხვაგვარად ანათებდა სამყაროს.ნათელში იყავი, ყველაზე ნათელო ადამიანო." - წერს ირაკლი ჯვანია