ჩოხატაურში ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა

ჩოხატაურში ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 127

ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში, ფეხმძიმე გარდაიცვალა. როგორც ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა სოციალურ ქსელში წერს, ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა პრობლემა, რომელიც მუნიციპალიტეტში სამეანო-გინეკოლოგიური მომსახურების აღდგენას გულისხმობს.

მისივე თქმით, ისეთ მაღალმთიან მუნიციპალიტეტში, როგორიც ჩოხატაურია, სამეანო- გინეკოლოგიური სერვისის მიწოდება უნდა აღდგეს.

„ბუკნარში, მრავალშვილიანი ფეხმძიმე ქალის გარდაცვალებამ, კიდევ ერთხელ, მთელი ტრაგიზმით წარმოაჩინა პრობლემა, რომლის მოგვარებასაც უკვე რამდენიმე წელია ვცდილობდით, მოვითხოვდით, ვემუდარებოდით ყველას, ვისაც კი ხელეწიფება, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში აღდგეს სამეანო-გინეკოლოგიური მომსახურება. თვითმმართველობა უძლურია კერძო სექტორი დაარწმუნოს აღნიშნული მომსახურების კრიტიკულ აუცილებლობაში, არაერთხელ ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. კომერციული მდგენელის უპირატესად წარმოდგენა ჯანდაცვის სფეროში არაა მართებული და ასეთი ლეტალური შედეგებისგან დამზღვევი.

ისეთ მაღალმთიან მუნიციპალიტეტში, როგორიც ჩოხატაურია სამეანო- გინეკოლოგიური სერვისის მიწოდება უნდა აღდგეს, სანამ ურემი კიდევ ერთხელ არ გადაბრუნებულა.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს“, - წერს ირაკლი კუჭავა სოციალურ ქსელში.

ამასთანავე როგორც “გურია ნიუსს” წერს, გარდაცვლილი მეექვსე შვილს ელოდებოდა.

“სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. ძალიან შეჭირვებულები არიან. ცუდად გახდა და ჩოხატაურის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა”,- უთხრეს “გურია ნიუსს”.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე