გარემოს ეროვნული სააგენტო - 9 დეკემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 10-11 დეკემბერს ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს

გარემოს ეროვნული სააგენტო - 9 დეკემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 10-11 დეკემბერს ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS საზოგადოება
პოსტი ნახა: 78

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 დეკემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში კი მოთოვს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 9 და 11 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 10 დეკემბერს წვიმა და ნისლია მოსალოდნელი.

„თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 9 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 10-11 დეკემბერს იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 9 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის ფოთი): 9 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 9 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 9 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 9 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 9 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 9 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე