ჰელსინკის კომისია სხვადასხვა ქვეყანაში თავისუფლების სიტყვას ხმალამოღებით იცავდა, საქართველოში, 90-იან წლებში, ჰელსინკის კომისიის როლიც გვახსოვს, მაგრამ ახლა მისი ფუნქცია 180 გრადუსით არის შეცვლილი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კომისიის საქმიანობაში ნეგატიური ძალების როლი არათუ ჩანს, არამედ გადაჭარბებით არის წარმოდგენილი.
„როცა ქვეყანაზე ინფორმაცია აინტერესებთ და ყოვლად ამორტიზირებულ პოლიტიკოსებს იბარებენ ზურაბიშვილს და ხიდაშელს, რა უნდა გითხრათ. თინა ხიდაშელი სეპარატისტული რეჟიმების დაფინანსებასაც კარგად იღებს. კარგად იცით, რომ არანაირი მეგობარი აქტი არ არსებობს, მცდელობაა, რომ ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონ. ამ ზეწოლას როგორც აქამდე არ ჰქონდა შედეგი, ახლაც ისე არ ექნება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.