ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმში მომხდარი თავდასხმის ადგილზე მივიდა - „ჩვენ ახლა ალყაში მოვაქციეთ ის სოფლები, საიდანაც ტერორისტები შემოვიდნენ და მივაგნებთ ყველას, ვინც მათ დაეხმარა“

ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმში მომხდარი თავდასხმის ადგილზე მივიდა - „ჩვენ ახლა ალყაში მოვაქციეთ ის სოფლები, საიდანაც ტერორისტები შემოვიდნენ და მივაგნებთ ყველას, ვინც მათ დაეხმარა“

3 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 159

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმში მომხდარი თავდასხმის ადგილზე მივიდა.

ნეთანიაჰუს განცხადებით, თავდასხმები ისრაელს არ ასუსტებს, არამედ აძლიერებს, რომ შეასრულონ თავიანთი მისიები.

„ჩვენ ომში ვართ, გაძლიერებულ ომში ტერორიზმის წინააღმდეგ მრავალ ფრონტზე. ჩვენ ახლა ალყაში მოვაქციეთ ის სოფლები, საიდანაც ტერორისტები შემოვიდნენ და მივაგნებთ ყველას, ვინც მათ დაეხმარა. ჩვენ მკაცრ ზომებს მივიღებთ“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, იერუსალიმის შესასვლელთან მდებარე ავტობუსის გაჩერებასთან სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსის გაჩერებასთან ორი თავდამსხმელი ავტომობილით მივიდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ განახორციელა თავდასხმა ან რა იყო მოტივი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე