ევროკომისიაში აცხადებენ, რომ კომისია ელოდება საქართველოს ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს რეკომენდაციებში წამოჭრილი საკითხების მოსაგვარებლად

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ კომისია ელოდება საქართველოს ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს რეკომენდაციებში წამოჭრილი საკითხების მოსაგვარებლად

6 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 172

შემიძლია, დავადასტურო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უპასუხა ევროკომისიის მიერ ივლისში გაგზავნილ წერილს. ჩვენ ჯერ კიდევ ვაფასებთ წერილს და კომისია ელოდება, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს კომისიის ყველა რეკომენდაციაში წამოჭრილი საკითხების მოსაგვარებლად, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამმერტმა განაცხადა.

მისივე თქმით, „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვა დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“.

„გასულ კვირას, საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ქვეყანაში დემოკრატიის წინააღმდეგ, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვით. ეს არის კიდევ ერთი თავდასხმა ფუნდამენტურ უფლებებზე და სასამართლო სისტემის გამოყენება რეპრესიის ინსტრუმენტად. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა მარკუს ლამმერტმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე