დღევანდელი სიტუაცია ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ შესაძლო რადიოლოგიური გაჟონვა სერიოზული შედეგებით, მათ შორის ისეთივე დიდი ან უფრო დიდი ქალაქების ტერიტორიების ევაკუაციის აუცილებლობით, - ამის შესახებ გაეროს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 29

დღევანდელი სიტუაცია ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ შესაძლო რადიოლოგიური გაჟონვა სერიოზული შედეგებით, მათ შორის ისეთივე დიდი ან უფრო დიდი ქალაქების ტერიტორიების ევაკუაციის აუცილებლობით, - ამის შესახებ გაეროს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა.

მან აღნიშნულ პროცესში დიპლომატიური გადაწყვეტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ბირთვული დიპლომატია რთულია, მაგრამ არასდროს- შეუძლებელი.

„ყველა ჩვენგანი შეშფოთებით აკვირდება ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ახლო აღმოსავლეთში განხორციელებულ სამხედრო თავდასხმებს.

სააგენტო გამოწვევას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა მისი მანდატის ფარგლებში, ფოკუსირება მოხდა სამხედრო ოპერაციების შედეგად შესაძლო რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე.

რეგიონული უსაფრთხოების მონიტორინგის ქსელი მზადყოფნაშია მოყვანილი და ჩვენთან მუდმივ კავშირშია. ამ დრომდე ირანის მეზობელ ქვეყნებში რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა. ირანს და რეგიონის სხვა მრავალ ქვეყანას, რომლებიც სამხედრო თავდასხმების მსხვერპლნი გახდნენ, აქვთ მოქმედი ატომური ელექტროსადგურები და ბირთვული კვლევითი რეაქტორები, ასევე მათთან დაკავშირებული საწვავის შესანახი ადგილები, რაც ზრდის ბირთვული უსაფრთხოების საფრთხეს. არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ოთხი მოქმედი ბირთვული რეაქტორია; იორდანიასა და სირიაში მოქმედი ბირთვული კვლევითი რეაქტორები. ასევე თავდასხმის ობიექტია ბაჰრეინი, ერაყი, ქუვეითი, ომანი, კატარი და საუდის არაბეთი. ყველა ეს ქვეყანა იყენებს რაიმე სახის ბირთვულ საშუალებას. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სახის სამხედრო ოპერაციისას თავის შეკავებას.

იმისთვის, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველვყოთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება და შევინარჩუნოთ გლობალური გაუვრცელებლობის რეჟიმის უწყვეტი ეფექტურობა, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ დიპლომატიასა და მოლაპარაკებებს.

სააგენტო მონიტორინგს გააგრძელებს და ინფორმაციას გაავრცელებს მიმდინარე სამხედრო ოპერაციის რადიოლოგიური შედეგების შესახებ, ასევე ვინარჩუნებთ მზადყოფნას, დავეხმაროთ წევრ ქვეყნებს ბირთვული საფრთხის შემთხვევაში.

დიპლომატია რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი, ბირთვული დიპლომატია კიდევ უფრო რთულია, მაგრამ არასდროს - შეუძლებელი. ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით დიპლომატიის მაგიდას, აქ საკითხი არ არის - „თუ“, საკითხია -„როდის“ და ეს უნდა გავაკეთოთ, რაც შეიძლება სწრაფად.

შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ატომური ენერგიის სააგენტო თანამშრომლობს თავის წევრ სახელმწიფოებთან და აწვდის საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაციას, ამავდროულად, მზადაა დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის, თუ ბირთვული უსაფრთხოების დარღვევა მოხდება“, - განაცხადა რაფაელ გროსიმ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან აქცია სახელწოდებით, „არა ჩადებას“ გაიმართა.  აქციის მონაწილეების თქმით, ნარკოტიკების „ჩადება“ არის მავნე პრაქტიკა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წლებია იყენებს.  აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ნიკა კაცია, გიორგი ახობაძე და თედო აბრამოვი აღნიშნული პრაქტიკის მსხვერპლები არიან და ისინი ციხეში უსამართლოდ ისხდნენ.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
სხდომის დახურვა ძალიან საშიში გარემოებაა, რადგან საზოგადოების ინფორმირება ფიზიკურად ვერ მოხდება - ეს არის კანონის დარღვევა და საჯაროობის პრინციპს მკვეთრად ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ, ბაჩო ახალაიას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ადვოკატის თქმით, სხდომის დახურვის მერე, „საზოგადოება რეალურ სიტუაციას ვერ დაინახავს და მხოლოდ მხარეების განმარტებების დაჯერება მოუწევს“.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე