სხდომის დახურვა ძალიან საშიში გარემოებაა, რადგან საზოგადოების ინფორმირება ფიზიკურად ვერ მოხდება - ეს არის კანონის დარღვევა და საჯაროობის პრინციპს მკვეთრად ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ, ბაჩო ახალაიას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.  ადვოკატის თქმით, სხდომის დახურვის მერე, „საზოგადოება რეალურ სიტუაციას ვერ დაინახავს და მხოლოდ მხარეების განმარტებების დაჯერება მოუწევს“.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი პოლიტიკა
პოსტი ნახა: 26

სხდომის დახურვა ძალიან საშიში გარემოებაა, რადგან საზოგადოების ინფორმირება ფიზიკურად ვერ მოხდება - ეს არის კანონის დარღვევა და საჯაროობის პრინციპს მკვეთრად ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის თქმით, სხდომის დახურვის მერე, „საზოგადოება რეალურ სიტუაციას ვერ დაინახავს და მხოლოდ მხარეების განმარტებების დაჯერება მოუწევს“.

„სხდომის დახურვა ძალიან საშიში გარემოებაა იმიტომ, რომ საზოგადოების ინფორმირება ფიზიკურად ვერ მოხდება. მხოლოდ მხარეების განმარტებების დაჯერება მოუწევს. საზოგადოება ვერ დაინახავს რეალურ სიტუაციას. მოტივი იყო ძალიან არარეალური - თურმე, ვიღაც მოწმის სახელი, გვარი და მონაცემები რომ არ გამჟღავნებულიყო. ამის გამო დაიხურა მთლიანი საქმე, სადაც უნდა მოხდეს იმ ვიდეოჩანაწერის მოსმენა, რომელიც საზოგადოებამ ისედაც მოისმინა. ამასთან, ექსპერტის მოსმენა. ამის გამო დახურა მთელი საქმე, რაც მიმაჩნია, რომ კანონის დარღვევაა და საჯაროობის პრინციპს მკვეთრად ეწინააღმდეგება“,- განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან კითხვაზე, მას შემდეგ, რაც ახალიას მეუღლე, ანა ნადარეიშვილი უარს განაცხადებს მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე, „შეეძლება თუ არა მას პროცესში მონაწილეობის მიღება“, ადვოკატმა აღნიშნა: „მოსამართლის განმარტება იმის საფუძველს იძლევა, რომ უარის თქმის მერე სასამართლო მას დაუშვებს“.

„სამართლებრივი გზაც აღარ დარჩება, რომ უარი უთხრან, მაგრამ ვერ გამოვრიცხავ, სასამართლომ რა შეიძლება მოიგონოს. თავად სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან მოწმეთა სიაშია [ნადარეიშვილი], სანამ ოფიციალურად არ დაფიქსირდება მისი უარის თქმა [მოწმედ ჩვენების მიცემაზე], მანამდე ჩამოცილებულია. ასეთი განმარტება გააკეთა. ეს საფუძველს იძლევა, რომ სასამართლო დაუშვებს მას შემდეგ, რაც ჩვენების მიცემაზე უარს იტყვის“,- განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ბაჩო ახალაიას შესავალი სიტყვა, რომელიც სასამართლო პროცესზე წარმოთქვა, „მართლაც შესავალი სიტყვა იყო იმ კუთხით, რომ თავიდან ბოლომდე აღწერა, როგორ წაუყენეს ამ უკანონო ბრალდებაზე ბრალი“.

„თავიდან ბოლომდე მოუყვა მოსამართლეს, როგორ დაიწყო მის წინა საქმეებზე დევნა, რა იყო მიზეზი მისთვის ბრალის წარდგენის. სწორედ ასე ასახელებს - იმის გამო, რომ „გაეშავებინათ“ აქცია და ასევე, აქციის ორგანიზატორები, შეეცადნენ, რაიმე ფორმით დაეკავშირებინათ ბაჩანა ახალაია, რომელიც საზოგადოებაში უკვე წარმოჩენილი ჰყავთ, როგორც დანაშაულის ჩამდენი პიროვნება. ეს იყო მათი მიზანი, რაც განახორციელეს იმით, რომ დღეს სასამართლოში მისი ბრალდების საქმე იხილება“,- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღევანდელი სიტუაცია ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ შესაძლო რადიოლოგიური გაჟონვა სერიოზული შედეგებით, მათ შორის ისეთივე დიდი ან უფრო დიდი ქალაქების ტერიტორიების ევაკუაციის აუცილებლობით, - ამის შესახებ გაეროს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
„ქვეყნებს, რომლებიც „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რაკეტებისა და დრონების მიზანმიმართული სამიზნე გახდნენ და ჩაითრიეს ომში, - საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებული საამიროებს, კატარს, ერაყს, ბაჰრეინს, ქუვეითს, ომანსა და იორდანიას - საფრანგეთი სრულ მხარდაჭერას  უცხადებს. ის მზადაა, მონაწილეობა მიიღოს მათ თავდაცვაში“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე