„ქვეყნებს, რომლებიც „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რაკეტებისა და დრონების მიზანმიმართული სამიზნე გახდნენ და ჩაითრიეს ომში, - საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებული საამიროებს, კატარს, ერაყს, ბაჰრეინს, ქუვეითს, ომანსა და იორდანიას - საფრანგეთი სრულ მხარდაჭერას  უცხადებს. ის მზადაა, მონაწილეობა მიიღოს მათ თავდაცვაში“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 24

საფრანგეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სპარსეთის ყურის ქვეყნები და იორდანია ირანისგან დაიცვას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.

„მოკავშირე ქვეყნებს, რომლებიც „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რაკეტებისა და დრონების მიზანმიმართული სამიზნე გახდნენ და ჩაითრიეს ომში, რომელიც მათ არ აურჩევიათ - საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებული საამიროებს, კატარს, ერაყს, ბაჰრეინს, ქუვეითს, ომანსა და იორდანიას - საფრანგეთი სრულ მხარდაჭერას და სრულ სოლიდარობას უცხადებს. ის მზადაა, მონაწილეობა მიიღოს მათ თავდაცვაში“, - აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ.

ამასთან, მისი თქმით, ირანზე ისრაელისა და აშშ-ის „ცალმხრივი“ თავდასხმები ისეთ ორგანოებში უნდა განეხილათ, რომლებიც იცავენ საერთაშორისო სამართალს, მაგალითად, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

„ძალის გამოყენებამ მხოლოდ (გაეროს) უშიშროების საბჭოს წინაშე წარდგენით შეიძლება მოიპოვოს საჭირო ლეგიტიმურობა“, - განუცხადა ჟან-ნოელ ბარომ ჟურნალისტებს.

ირანმა, აშშ-ისრაელის მხრიდან განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შემდეგ, ირანმა სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანაზე რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა და განაცხადა, რომ მისი სამიზნე აშშ-ის ბაზებია.

დღეს სპარსეთის ყურის რეგიონში ახალი დარტყმები განხორციელდა, მათ შორის ქალაქებზე: დუბაიზე, დოჰასა და მანამაზე.

სხდომის დახურვა ძალიან საშიში გარემოებაა, რადგან საზოგადოების ინფორმირება ფიზიკურად ვერ მოხდება - ეს არის კანონის დარღვევა და საჯაროობის პრინციპს მკვეთრად ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ, ბაჩო ახალაიას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.  ადვოკატის თქმით, სხდომის დახურვის მერე, „საზოგადოება რეალურ სიტუაციას ვერ დაინახავს და მხოლოდ მხარეების განმარტებების დაჯერება მოუწევს“.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
რეზო კიკნაძე - დიქტატორი და მკვლელი მთავრობა რომ არ მიყვარს, ამიტომ ვარ დამნაშავე? მონად არსებობას ციხეში ყოფნა მირჩევნია - ცრუ მოწმეების მოსამზადებელი რაიმე კურსი არსებობს? თუ არა, მაშინ ყველა მოწმე ერთი ტექსტით რატომ გამოდიოდა? მისი თქმით, დღეს პოლიცია ხალხს კრიმინალისგან კი არ იცავს, არამედ თავად არის კრიმინალი.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე