„ევრობასკეტი 2025“-ის C ჯგუფის პირველ ტურში, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის მოქმედ ჩემპიონს ესპანეთს დაუპირისპირდა და 83:69 დაამარცხა.
მატჩი კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გაიმართა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 30 აგვისტოს, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.