რა ღირს სწავლა თბილისის ძვირადღირებულ კერძო სკოლებში?

რა ღირს სწავლა თბილისის ძვირადღირებულ კერძო სკოლებში?

1 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 98

საქართველოში კერძო სკოლების რაოდენობა საკმაოდ მრავლადაა. ისინი მოსწავლეებს საუკეთესო პირობებს სთავზობენ, განსხვავებულია რეჟიმი და მომსახურება საჯარო სკოლებთან შედარებით, სადაც სწავლა უფასოა.

კერძო სკოლებში სწავლა არც ისე იაფი ღირს, მეტიც, წლიდან წლამდე გადასახადი იზრდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის კერძო სკოლების მცირე ჩამონათვალს, სადაც სწავლა არც ისე ბიუჯეტურია:

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა 2023 წელს დაფუძნდა. სწავლის საფასური 2025-2026 სასწავლო წლისთვის შეადგენს 9500 ლარს.

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია

ამერიკული აკადემია თბილისში 2001 წელს დაარსდა.

სწავლის საფასური მიმდინარე სასწავლო წლისთვის შეადგენს:

VIII კლასი - 18 000 ლარი

IX-XII კლასები - 29 500 ლარი

ბაქსვუდის სკოლა

სკოლამდელი აღზრდის ცენტრის წლიური საფასურია 8 000 ლარი და მოიცავს კვებას, საჭირო სასწავლო რესურსებს და თემატურ ექსკურსიებს.

რაც შეეხება ბაქსვუდის სკოლას, ის მოიცავს როგორც საგაკვეთილო პროცესს, ასევე, კვების შესვენებებს, გახანგრძლივებულ პროგრამასა და დამატებით აქტივობებს.

სწავლის ღირებულება - წელიწადში 11 900 ლარია.

თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა

თბილისის ვალდორფის სკოლა 1994 წელს გაიხსნა.

სკოლაში სწავლა 4 500 ლარი ღირს.

ხელშეკრულების პუნქტი არ ითვალისწინებს გახანგრძლივებული ჯგუფის გადასახადს. გახანგრძლივებული ჯგუფით სარგებლობა განიხილება როგორც დამატებითი მომსახურება, რის საფუძველზეც მშობლებთან ცალკე ხელშეკრულება იდება.

ნიუტონის თავისუფალი სკოლა

ნიუტონის თავისუფალი სკოლა დაარსდა 2013 წელს. ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულება განკუთვნილია 1-დან 12- კლასის მოსწავლეებისთვის.

სწავლის საფასური 1-5 კლასების ჩათვლით 4 500 ევროს ექვივალენტი ლარში;

6-8 კლასებში სწავლის საფასური შეადგენს 5 000 ევროს ექვივალენტს ლარში;

9-10 კლასებში მიღებული მოსწავლეებისთვის, სწავლის საფასური შეადგენს 5 500 ევროს, ხოლო 11-12 კლასებში მიღებული მოსწავლეებისთვის, სწავლის საფასური შეადგენს 6 000 ევროს ექვივალენტს ლარში.

 

წყარო



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე