დღეს ბაზელში ევროვიზია 2025-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართა, სადაც 15 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე.
მაყურებლის გადაწყვეტილებით, ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: პოლონეთი, ესტონეთი, უკრაინა, შვედეთი, ნორვეგია, პორტუგალია, ალბანეთი, ნიდერლანდები, სან მარინო და ისლანდია.
კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ჟიური არ მონაწილეობს ხმის მიცემაში.
პირველი ნახევარფინალური შოუდან ფინალში გადასული ქვეყნები მაყურებლის წინაშე 17 მაისს მეორე ნახევარფინალიდან გადასულ 10 ქვეყანასა და დიდი ხუთეულის ქვეყნებთან ერთად წარდგება. ფინალში ავტომატურად კონკურსის მასპინძელი ქვეყანა შვეიცარიაც გადადის.
ევროვიზია 2025-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს.
საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია 15 მაისს მე-10 ნომრად მეორე ნახევარფინალში იმღერებს.
ევროვიზია 2025-ის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.