ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

3 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 182

ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი ხოსე (მეტსახელად პეპე) მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მუხიკა, - რომელიც ცხოვრების მოკრძალებული წესით იყო ცნობილი და პრეზიდენტობის ვადის დასრულებიდან 5 წელიწადში პოლიტიკა დატოვა, - ბოლო წლებში სიმსივნეს ებრძოდა.

 

„ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ ჩვენი ამხანაგი, პეპე მუხიკა, - პრეზიდენტი, აქტივისტი, წინამძღოლი და ლიდერი გარდაიცვალა. ძალიან მოგვენატრები, ძველო მეგობარი“, - დაწერა დღეს საღამოს, 13 მაისს ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა იამანდუ ოსრიმ X-ზე.

 

იგი 2010-15 წლებში იყო ურუგვაის პრეზიდენტი.

 

მისი ხუთწლიანი პრეზიდენტობის მთავარ მიღწევად მიიჩნევა: სიღარიბის დონის დაწევა (18.5 პროცენტიდან 9.7-მდე), ქვეყნის ისტორიაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (6.3%), აბორტებისა და ერთი და იმავე სქესიანი ადამიანების ქორწინების ლეგალიზაცია; ასევე, მარიხუანის მოყვანისა და გამოყენების ლეგალიზაცია, როგორც სამედიცინო, ასევე რეკრეაციული მიზნებისთვის. ურუგვაის პრეზიდენტმა წამოაყენა ინიციატივა შექმნილიყო სოციალური გეგმა „ერთად“.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე