გაერო-ში ირანის ელჩის მოადგილე - ბრალდებები იმის შესახებ, რომ უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეები დახოცეს, შეთხზული ნარატივებია.   მისი თქმით,  ირანის უსაფრთხოების ძალები უპირისპირდებიან „ისლამური სახელმწიფოს“ სტილის შეიარაღებულ ტერორისტულ და ძალადობრივ სეპარატისტულ დაჯგუფებებს, რომლებიც, დაფინანსებული და შეიარაღებული არიან უცხოელი აქტორების, მათ შორის ისრაელის მიერ.

2 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 20

გაერო-ში ირანის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის ღოლამჰოსეინ დარზის განცხადებით, ბრალდებები იმის შესახებ, რომ უსაფრთხოების ძალების წარმომდგენლებმა მომიტინგეები დახოცეს, შეთხზული ნარატივებია, რომელსაც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ავრცელებენ.

ირანელმა დიპლომატმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ ირანის უსაფრთხოების ძალები უპირისპირდებიან „ისლამური სახელმწიფოს“ სტილის შეიარაღებულ ტერორისტულ და ძალადობრივ სეპარატისტულ დაჯგუფებებს, რომლებიც, მისი თქმით, დაფინანსებული და შეიარაღებული არიან უცხოელი აქტორების, მათ შორის ისრაელის მიერ.

ღოლამჰოსეინ დარზიმ ასევე უარყო ბრალდებები, რომ ხელისუფლებამ ინტერნეტ შეზღუდვები დააწესა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის დასაფარად. მისი მტკიცებით, ზომები დროებითი და აუცილებელი იყო კიბერშეტევების წინააღმდეგ საბრძოლველად, ეროვნული ინფრასტრუქტურის დასაცავად და ირანში მოქმედი „ტერორისტული ქსელების კომუნიკაციის“ ჩაშლისთვის.

საქართველოში ბაზრის ზედამხედველობის სააგენტომ გამოავლინა სათამაშო “ტყლარწის” რამდენიმე ტიპის პროდუქტი, რომლებიც შეიცავდა კიბოს გამომწვევ ქიმიკატებს.     სააგენტოს ინფორმაციით,  ტყლარწში დაფიქსირდა ბორის მიგრაცია – 1180 მგ/კგ,  რაც მნიშვნელოვნად აღემატება დასაშვებ ნორმას (300 მგ/კგ)  ნივთიერება მიეკუთვნება კარცენოგენულ, მუტაგენურ და რეპროდუქციისთვის ტოქსიკურ (CMR) ჯგუფს.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
საგარეო უწყება - საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მინისტრის მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია კონკრეტული კატეგორიის ვიზების წარმოების დროებით შეჩერების საკითხზე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე