საქართველოში ბაზრის ზედამხედველობის სააგენტომ გამოავლინა სათამაშო “ტყლარწის” რამდენიმე ტიპის პროდუქტი, რომლებიც შეიცავდა კიბოს გამომწვევ ქიმიკატებს.
პროდუქტი შეიცავდა კანცეროგენულ ქიმიკატებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ტყლარწში დაფიქსირდა ბორის მიგრაცია – 1180 მგ/კგ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება დასაშვებ ნორმას (300 მგ/კგ)
ნივთიერება მიეკუთვნება კარცენოგენულ, მუტაგენურ და რეპროდუქციისთვის ტოქსიკურ (CMR) ჯგუფს.
მოკლე რჩევები მშობლებისთვის:
გადაამოწმეთ ეტიკეტი და უსაფრთხოების ნიშნები (CE და სხვ.)
მოარიდეთ ბავშვებს უცნობი წარმოშობის ტყლარწები.
ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ბაზრის ზედამხედველობის სააგენტოს”,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.