კერძოდ, კომპანიის ინფორმაციით , ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს 05:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე; 10:00-დან 11:00 საათამდე აბონენტებს თიქნეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბოჭორმა და მიმდებარე სოფლებში; 10:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალსოფელი, ქვემო არტანი, ჩაბანო, მამადაანები და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წოდორეთი, მსხალდიდი, ზემო ლისი, შვინდების მიწა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალუბანი, მისაქციელი, წილკანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭართალი, მუგუდა, ფასანაური, დოლასქედი და მიმდებარე სოფლებში; 14:10-დან 17:10 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ცხვარიჭამიაში, თეზამში და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

წინა ახალი ამბავი
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, საქართველოში შემოტანის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი ახალი ამბავი
გიორგი შარაშიძე - კობახიძე-კალაძის დაჯგუფება ღარიბაშვილის ბიზნესინტერესების დაპატრონებას ცდილობს
