გიორგი შარაშიძე - კობახიძე-კალაძის დაჯგუფება ღარიბაშვილის ბიზნესინტერესების დაპატრონებას ცდილობს

გიორგი შარაშიძე - კობახიძე-კალაძის დაჯგუფება ღარიბაშვილის ბიზნესინტერესების დაპატრონებას ცდილობს

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 121

თბილისის საკრებულოს მიერ ნოშრევან ნამორაძის კომპანიისთვის ჭავჭავაძის გამზირზე სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე ცათამბჯენისთვის 13 სართულის მატების კოეფიციენტის მოხსნა კიდევ ერთი დასტურია, რომ კობახიძე-კალაძის კორუმპირებული დაჯგუფება ირაკლი ღარიბაშვილის ჩამოცილების შემდეგ მისი ბიზნესების გაკონტროლებას ცდილობს , - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოსა” და “გახარია საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „კობახიძე-კალაძის დაჯგუფება ღარიბაშვილის ბიზნესინტერესების დაპატრონებას ცდილობს“.

გიორგი შარაშიძის თქმით, აღნიშნული ქმედება უნდა იყოს მაგალითი ყველა ბიზნესმენისთვის, რომ არ შეიძლება „ოცნებასთან“ არაფორმალურ გარიგებაში შესვლა, რადგან როცა დასჭირდებათ, მათაც ისე "მოისვრიან", როგორც ნოშრევან ნამორაძეს.

„სანამ ნამორაძე „ოცნების“ შემომწირველი იყო და ღარიბაშვილი მფარველობდა, მთელი სახელმწიფო სისტემა კალაძის მეთაურობით მისთვის სასათბურე პირობების შექმნაზე მუშაობდა, რაც რამდენიმე წლის მანძილზე გრძელდებოდა - დაწყებული ზონალური სტატუსის ცვლილებითა და განაშენიანების რეგულირების გეგმის ცვლილებით, დამთავრებული კოეფიციენტის მატებით, მაგრამ როგორც კი ღარიბაშვილი მოიშორეს, თავად მოინდომეს ამ ბიზნესის გაკონტროლება.

შარაშიძის განცხადებით, ოცნებამ მოატყუა მთელი სპორტული საზოგადოება, როცა მათ დაჰპირდა, რომ აქ ამ ადგილას, სადაც ტრადიციულად იყო ფიზკულტურის ინსტიტუტი, შემდგომში სპორტის უნივერსიტეტი, შენარჩუნდებოდა მისი პირვანდელი მდებარეობა. დღეს კი ვხედავთ, რომ სპორტის უნივერსიტეტი თავის ისტორიული ადგილის ნაცვლად დიღმის ჭალებში აშენდება.

ამიტომ არის ოცნება მატყუარა და კორუმპირებული რეჟიმი, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას”, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე