მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

22-09-2025 19:54
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 692

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დავესწარი.

ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

“ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების წინაშე სიტყვით გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის პრეზიდენტი ანალენა ბერბოკი გამოვიდნენ.

ღონისძიებაზე გაეროს მისიისა და საქმიანობის თაობაზე, ასევე ბოლო რვა ათწლეულის მიღწევებზე გამახვილდა ყურადღება.

გაეროს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე, საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე დაესწრნენ”, - წერია მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

30 წუთის წინ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ისტორიკოსი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი დაიბარეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ მათ განაცხადეს, მზად არიან სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში კითხვებს უპასუხონ, თუმცა კითხვებზე პასუხის გაცემას მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლესთან აპირებს გუბაზ სანიკიძე. „ჯერ ველოდები მოსამართლის ზარს. კითხვებს, რა თქმა უნდა, მოსამართლის წინაშე ვუპასუხებ“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ რაც შეეხება თინა ხიდაშელს, მისი თქმით, უწყებაში მისვლას აპირებს. „მისვლას ვაპირებ, ოღონდ ჯერ არ ვიცი, როდისაა“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე