„მხოლოდ მიმდინარე წელს 400-ზე მეტი არალეგალი იქნა გაძევებული. წინა კვირას საზოგადოებას მოვახსენე, რომ 2025 წელს 1300-ზე მეტი არალეგალი იქნა გაძევებული. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პრიორიტეტია და წელს ჩვენ ვგეგმავთ 4 ათასამდე არალეგალის ქვეყნიდან გაძევებას“, - განაცხადა გელაძემ.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა.
„ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს როგორც საკანონმდებლო, სტრუქტურული, ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით“, - განაცხადა გელაძემ.