გიგა ავალიანის საქმის პროკურორის განცხადებით, ანი ნასყიდაშვილთან და დემეტრე ჩიქოვანთან საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს

გიგა ავალიანის საქმის პროკურორის განცხადებით, ანი ნასყიდაშვილთან და დემეტრე ჩიქოვანთან საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს

15-04-2026 15:40
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 91

„ბრალდებულები იყენებენ დუმილის უფლებას. დუმილის უფლების გამოყენება ნიშნავს, რომ ისინი არ აღიარებენ დანაშაულს. საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება არ წარმოებს და არც არასდროს ყოფილა მსგავსი მოლაპარაკება ჩვენს შორის.

იმდენად, რამდენადაც, როდესაც ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს, ეს გამორიცხავს რაიმე მოლაპარაკების არსებობას მხარეებს შორის. აქ აუცილებელი გასათვალისწინებელია დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიცია. თუ დაზარალებულის უფლებამონაცვლე წინააღმდეგია რაიმე სახის მოლაპარაკებაზე, უალტერნატივოდ ვიზიარებთ მის პოზიციას, გამოვრიცხავთ რაიმე სახის დათმობას ან შეთანხმებას ბრალთან ან სასჯელთან დაკავშირებით“,- აღნიშნავს პროკურორი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე