სასამართლომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გავრცელების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებულს სასჯელის სახედ 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

სასამართლომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გავრცელების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებულს სასჯელის სახედ 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

2 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 19
🔴 სასამართლომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გავრცელების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებულს სასჯელის სახედ 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
 
💬 "ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და მობილურ ტელეფონში ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტომასალას.
გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ გადაიღო და ინახავდა მეორე დაზარალებულთან სქესობრივი აქტი, რომელიც სოციალური ქსელის „ინსტაგრამის“ საშუალებით მის ყოფილ პარტნიორს გაუგზავნა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება) (ორი ეპიზოდი) და 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება) წარედგინა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე