გიორგი ვაშაძე - რეჟიმის მიერ ძალის დემონსტრირების მცდელობაა, ჩვენ უკან არ დავიხევთ, გაერთიანებულად ვიბრძოლებთ

გიორგი ვაშაძე - რეჟიმის მიერ ძალის დემონსტრირების მცდელობაა, ჩვენ უკან არ დავიხევთ, გაერთიანებულად ვიბრძოლებთ

23-06-2025 18:55
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 656

ჩვენ ამის გამო უკან არ დავიხევთ არცერთ შემთხვევაში, პირიქით, უფრო გაერთიანებულად ვიბრძოლებთ, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ლელოს-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავებას.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ღია პოლიტიკური ოპონირების ეშინია და ამიტომ სვამს ოპონენტებს ციხეში.

„რეჟიმის მიერ ძალის დემონსტრირების მცდელობაა, მეტი არაფერი, ჩვენ ამის გამო უკან არ დავიხევთ არცერთ შემთხვევაში, პირიქით, უფრო გაერთიანებულად ვიბრძოლებთ. ფაქტია, რომ ძალა ერთობაშია და ჩვენი გაერთიანების ეშინია „ქართულ ოცნებას“. ივანიშვილს და კობახიძეს კი ღია-პოლიტიკური ოპონირების ეშინიათ, პოლიტიკურ ოპონენტებს მარტო მაშინ სვამ ციხეში. ეს სიძლიერედ ვერ ჩაითვლება, რეალურად სისუსტეა. ამდენ ხალხს რომ იჭერ, ასეთ მდგომარეობაში რომ ხარ, ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა მათთვის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ხვალ მივა თუ არა სასამართლო პროცესზე.



მსგავსი სიახლეები

20 საათის წინ

გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას - ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და მედიაგარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები, - აღნიშნულ განცხადებას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე