ირაკლი კუპრაძე - ბიძინა ივანიშვილს ვუცხადებთ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ქვეყნის გადასარჩენად

ირაკლი კუპრაძე - ბიძინა ივანიშვილს ვუცხადებთ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ქვეყნის გადასარჩენად

23-06-2025 19:22
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 575

ბიძინა ივანიშვილს ვუცხადებთ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ამ ქვეყნის გადასარჩენად, - ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ პარტიის ლიდერების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის დაკავების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ირაკლი კუპრაძის თქმით, „ლელო“ მზად არის ბრძოლის ნებისმიერ ველზე საბრძოლველად ქუჩაშიც და საგარეო ველზეც.

„გადაწყვეტილება ისედაც მიღებული გვქონდა, არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პარლამენტს, ბიძინა ივანიშვილს ვუცხადებთ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ამ ქვეყნის გადასარჩენად. ძალიან მშვიდად, თამამად, ამაყად გააგრძელებს ბრძოლას, რათა ბიძინა ივანიშვილი დავაზიანოთ, დავაზარალოთ და შევძლოთ იმ გამარჯვების მიღწევა, რაც არის ამ ქვეყნის დეოკუპაცია რუსული რეჟიმისგან. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ გუნდი არის მზად, გუნდი არის მხნედ, ყველგან საბრძოლველად, ქუჩაში, საგარეო ველზე, თბილისში, ყველგან სადაც იქნება ბრძოლა გასამართი. არ გავექცევით არცერთ ბრძოლას. არაფერი არ გვაინტერესებს გარდა იმისა, რომ ეს ქვეყანა დავიხსნათ რუსი ბიძინა ივანიშვილისგან“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.



მსგავსი სიახლეები

22 საათის წინ

გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას - ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და მედიაგარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები, - აღნიშნულ განცხადებას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე