გლდანის რაიონში, ვასაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონში, ვასაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

16 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 268

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, გლდანის რაიონში, ვასაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რეაბილიტაციის ფარგლებში აღნიშნულ ქუჩაზე სრულად განახლდება 1 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული წყალარინების მაგისტრალური ქსელი და განშტოებები.

„განახლებულ ქსელზე 15 წყალარინების ჭა მოეწყობა. სარეაბილიტაციო პროექტი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 2025 წლის მაისში დაიწყო და მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაასრულებს, პროექტის ჯამური ინვესტიცია 900 000 ლარზე მეტია.

რეაბილიტაციის შედეგად, გლდანის რაიონში, ვასაძისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება „ჯივიპის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურ რეჟიმში განახორციელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე