სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა დასრულდა

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა დასრულდა

20 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 230

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა დასრულდა, - ინფორმაციას CNN-ი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოლაპარაკებები თითქმის ორ საათს გაგრძელდა.

იქამდე კი Reuters-ის წყარო-მ განაცხადა, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, მიუღებელი პირობები წამოაყენა.

კერძოდ, რუსეთის დელეგაციამ მოითხოვა, უკრაინამ თავისი ჯარები გაიყვანოს თავისივე ტერიტორიიდან - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან

უკრაინული დიპლომატიური წყაროს ცნობით, რუსეთის პირობები არარეალურია და სცდება ყველა ადრე განხილულ მოთხოვნას.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე