გავრცელებული ინფორმავიით გორში, სადგურის დასახლებაში სროლა იყო, არსებული ინფორმაციით გასროლა ავტომობილიდან განხორციელდა.
საინფორმაციო სააგენტო მოზაიკას ინფორმაციით მანქანიდან ესროლეს ერთ-ერთი მარკეტის მეპატრონეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამ დრომდე ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის საცხოვრებელი სახლიც.
ტელეკომპანია "თრიალეთი" დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.