ახალგაზრდა ქალს მანქანა დაეჯახა - ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

ახალგაზრდა ქალს მანქანა დაეჯახა - ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

08-07-2025 22:32
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 504

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. 

ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტს აღენიშნება წელის მიდამოს დაჟეჟილობა. მისი მდგომარეობა სტაბილურია და ამ დროისთვის დამატებითი კვლევები უტარდება. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

წყარო: 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე