ქუთაისის გასასვლელთან ავტომობილი ტროტუარს შეეჯახა და ამობრუნდა – საბედნიეროდ არავინ დაშავებულა

ქუთაისის გასასვლელთან ავტომობილი ტროტუარს შეეჯახა და ამობრუნდა – საბედნიეროდ არავინ დაშავებულა

08-07-2025 22:38
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 395

ქუთაისის გასასვლელთან, მუხრანის ტყესთან, ავტომობილი ტროტუარს შეეჯახა.

შემთხვევის თვითმხილველი ინფო იმერეთთან აცხადებს, რომ მანქანა შეჯახების შედეგად ამობრუნდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

“აღნიშნულ პერიმეტრზე იმდენად ვიწროა, მომხდარის შემდეგ ფაქტობრივად გავლაც კი შეუძლებელი იყო. რატომ დაავიწროეს ეს გზა არ ვიცი, აქ ავარიები ხშირად ხდება – მძღოლები ტროტუარებს ეჯახებიან”, – განაცხადა თვითმხილველმა ინფო იმერეთთან.

მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული წესით დაიწყო.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე