გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ცხოველების განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის ფაქტზე დაკავებულს, პატიმრობა შეუფარდა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ცხოველების განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის ფაქტზე დაკავებულს, პატიმრობა შეუფარდა

7 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი რეგიონი
პოსტი ნახა: 218

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.

მოსამართლე იოსებ აბრამიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 31 წლის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

პროცესზე პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა, ბრალდებულის მხრიდან ხელახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და სხვა საფრთხეებზე ისაუბრა. ბრალდებას არ დაეთანხმა ადვოკატი, მინარი მურღვაშვილმა დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა.

თავად ბრალდებულს სიტყვის უფლებით არ უსარგებლია და მხოლოდ ის განაცხადა, რომ დანაშაულს არ აღიარებს.

სხდომაზე ასევე გაირკვა, რომ 31 წლის კაცმა, რომელიც წარსულში მამაზე ძალადობისთვისაა ნასამართლევი, 31 ოქტომბერს ჯერ თავი მოაჭრა მეტისის ჯიშის ძაღლს, შემდეგ კი დაწვა იმ მოტივით, რომ „უნდა ეჭამა“. დაკავებულმა იგივე გაიმეორა 1-ელ ნოემბერსაც, რა დროსაც კიდევ ერთ ცხოველს ნაჯახით მიაყენა სასიკვდილო დაზიანებები.

დაკავებულის მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია - 2 ეპიზოდი) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულის ფსიქიატრიული მდგომარეობის შემოწმების მიზნით, დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

წინა სასამართლო სხდომა 24 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე