დონალდ ტრამპი - ჩვენ გვაქვს საკმარისი ბირთვული იარაღი, რომ მსოფლიო 150-ჯერ ავაფეთქოთ

დონალდ ტრამპი - ჩვენ გვაქვს საკმარისი ბირთვული იარაღი, რომ მსოფლიო 150-ჯერ ავაფეთქოთ

03-11-2025 14:12
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 882

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მის ქვეყანას საკმარისი ბირთვული იარაღი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიო 150-ჯერ ააფეთქოს და არ სურს, შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანა იყოს, რომელიც ბირთვულ იარაღს არ ცდის.

„გვაქვს უფრო მეტი ბირთვული იარაღი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას. რუსეთი მეორე ადგილზეა. ჩინეთი - მესამეზე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ რამე დენუკლეარიზაციასთან დაკავშირებით. დენუკლეარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“, - აღნიშნა ტრამპმა CBS News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ეს საკითხი განიხილა როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ასევე ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან.

„გვაქვს საკმარისი ბირთვული იარაღი, რომ მსოფლიო 150-ჯერ ავაფეთქოთ. რუსეთს ბევრი ბირთვული იარაღი აქვს და ჩინეთსაც ექნება ბევრი. მათ აქვთ გარკვეული რაოდენობა. მათ აქვთ საკმაოდ ბევრი“, - აღნიშნა ტრამპმა.

კითხვაზე, რატომ უნდა გამოსცადოს შეერთებულმა შტატებმა ბირთვული იარაღი, ტრამპმა უპასუხა: „იმიტომ, რომ უნდა ნახო, როგორ მუშაობენ ისინი“.

„გამოცდა იმიტომ ხდება, რომ რუსეთმა გამოაცხადა, რომ გამოცდიდა. ჩრდილოეთ კორეა მუდმივად ატარებს ტესტირებას. სხვა ქვეყნებიც. ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც არ ატარებს გამოცდას და არ მინდა ვიყოთ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არ ატარებს გამოცდას“, - აღნიშნა ტრამპმა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე