მიმდინარე წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, სამცხე-ჯავახეთში, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე 55 შემაკავებელი ორდერი დაიწერა.
შსს-ს სტატისტიკით, აღნიშნულ პერიოდში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 44 ქალი და 7 კაცი გახდა. ძალადობის 44 ფაქტიდან 5 შემთხვევაში მსხვერპლი არასრულწლოვანი გოგო იყო.
აღრიცხული ფაქტებიდან 42 შემთხვევაში მოძალადე კაცი იყო, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანი; 5 შემთხვევაში კი ქალი.
წყარო: https://sknews.ge