ირაკლი კობახიძე - ვულოცავ კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას - საქართველო მზად არის გააღრმავოს პოლონეთთან თანამშრომლობა

ირაკლი კობახიძე - ვულოცავ კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას - საქართველო მზად არის გააღრმავოს პოლონეთთან თანამშრომლობა

02-06-2025 15:33
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 339

ვულოცავ კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მთავრობის მეთაური კაროლ ნავროცკის წარმატებას უსურვებს და საქართველოს სახელით მზადყოფნას გამოთქვამს, კიდევ უფრო გააღრმავოს პოლონეთთან თანამშრომლობა საერთო ინტერესების ყველა სფეროში.

„კაროლ ნავროცკის წარმატებას ვუსურვებ პოლონეთის უწყვეტი განვითარების, კეთილდღეობისა და პოლონელი ხალხის მისწრაფებების შესრულების გზაზე. საქართველო კვლავ ადასტურებს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას და მზად არის, კიდევ უფრო გააღრმავოს პოლონეთთან თანამშრომლობა საერთო ინტერესების ყველა სფეროში,“- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე