ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გადაიდო - მიზეზი პროცესზე მისი გამოუცხადებლობა გახდა

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გადაიდო - მიზეზი პროცესზე მისი გამოუცხადებლობა გახდა

02-06-2025 15:26
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 304

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი პროცესზე ნიკა გვარამიას გამოუცხადებლობა გახდა.

პროცესი 13 ივნისს, 11:00 საათზე ჩატარდება.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას განმარტებით, დაცვის მხარემ შემდეგ სხდომაზე შესაბამისი ცნობები უნდა წარმოადგინოს ნიკა გვარამიას გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით.

როგორც გვარამიას ადვოკატმა ქეთევან ჩომახაშვილმა განაცხადა, ნიკა გვარამია პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრაზე იმყოფება, რის გამოც ვერ გამოცხადდა სხდომაზე, რადგან შეხვედრა ვერ დასრულდა. ჩომახაშვილის თქმით, გვარამიას პარტიის ორი წევრი პატიმრობაში იმყოფება, შესაბამისად, შეხვედრებზე გვარამია იმყოფება, რის გამოც, მისი გამოუცხადებლობა საპატიოდ უნდა ჩაითვალოს.

ბრალდების მხარის განმარტებით, პროცესის გადადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლოს უნდა მიეღო, თუმცა, პროკურორებმა გვარამიას მხრიდან სხდომის გაჭიანურებასთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვეს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე