📍 ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  7 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

📍 ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 7 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

2 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 22
📍 ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 7 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა
💬 "სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტი განაგრძობს დედაქალაქში საზოგადოებრივი კვების ობიექტების აქტიურ შემოწმებას.
სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 თებერვალს გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება ჩატარდა 19 ობიექტში. აქედან, 7 ობიექტზე გამოვლინდა ისეთი კრიტიკული შეუსაბამობები, როგორიც არის ინვენტარის არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურისა და გამწოვი სისტემების გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხე, სურსათი ეტიკეტის გარეშე.
▪️ი/მ მაჯეედ შაკკეერ - კაფე-ბარი რესტორანი (მის: ბერძენიშვილის ქ. N4. ს/კ 305726916), საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები - გამწოვი სისტემის გაუმართაობა, ეტიკეტირების წესის დარღვევა და ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი;
▪️შპს „ალ ბეიქ გრილლს“ - ინდური რესტორანი (მის: ლუბლიანას ქუჩა 19ა, ს/კ 422955902), გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები - ზედაპირების არასათანადო რეცხვა დეზინფექცია, გამწოვის სისტემის გაუმართაობა, ასევე ეტიკეტირების წესის დარღვევა;
▪️„100 არაბული რესტორანი“ - სწრაფი კვების ობიექტი (მის: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი 27, ს/კ 300451936). ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები-გამწოვი სისტემის გაუმართაობა, ინვენტარის არასათანადო რეცხვა დეზინფექცია, ეტიკეტირების წესის დარღვევა;
▪️ ი/მ იაშპალ შარმა - ინდური რესტორანი (მის: ქ. თბილისი, პეკინის გამზირი 31 ბ, ს/კ 305726275). ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობა - არასათანადო რეცხვა დეზინფექცია, ეტიკეტირების წესის დარღვევა;
▪️ შპს „ტაი ინ თაუნ“ - კაფე-ბარი/რესტორანი, (მის: თბილისი, კოტე აფხაზის 17, ს/კ 404626561). აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები - მღრღნელები ობიექტზე, გამწოვი სისტემის გაუმართაობა, ეტიკეტირების წესის დარღვევა;
▪️ Fiesta (შპს ,,მდ ენთერფრაისის”) - კაფე-ბარი/რესტორანი (მის: ქ. თბილისი, ნაძალადევის რაიონი, გიორგი სააკაძის ქ. N 156, ს/კ 406479591), დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობა - ინფრასტრუქტურის და გამწოვი სისტემის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხე, ეტიკეტირების წესის დარღვევა;
▪️ შპს „სარეია ტრეიდინგი“- მზა კერძების წარმოება-რეალიზაცია (მის: პეტრე ბაგრატიონის ქ. N 33, ს.კ 404596941), აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები - ინფრასტრუქტურის და გამწოვი სისტემის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხე, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია.
ℹ️ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, კანონმდებლობის შესაბამისად, დააჯარიმეს ბიზნესოპერატორები და შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერეს საწარმოო პროცესი." - წერია განცხადებაში


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე