ირაკლი კუპრაძე - ჩვენი ბათუმელი თანამებრძოლი რუსულმა რეჟიმმა ციხეში 20 დღით მხოლოდ იმიტომ გაუშვა, რომ „ქოცების“ პროკურორს უთხრა, თუ რა ბოროტებას ემსახურება

ირაკლი კუპრაძე - ჩვენი ბათუმელი თანამებრძოლი რუსულმა რეჟიმმა ციხეში 20 დღით მხოლოდ იმიტომ გაუშვა, რომ „ქოცების“ პროკურორს უთხრა, თუ რა ბოროტებას ემსახურება

19 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 335

პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე მათი თანაგუნდელის, ლევან ხორავას მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 20-დღიანი პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე კუპრაძე წერს, ხორავას სასამართლომ იარაღის ტარების უფლებაც ჩამოართვა.

„ჩვენი ბათუმელი თანამებრძოლი დააკავა რუსულმა რეჟიმმა და გაუშვა ციხეში 20 დღით, მხოლოდ იმიტომ რომ „ქოცების“ პროკურორს უთხრა, თუ რა ბოროტებას ემსახურება. ლევანი ვეტერანი სამხედროა, მოსამართლემ 20-დღიან პატიმრობასთან ერთად, 3 წლით იარაღის ტარების უფლებაც ჩამოართვა“,- წერს კუპრაძე.

ცნობისთვის, დემონსტრანტი ლევან ხორავა ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე