ირაკლი ნადირაძე - 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე იქნება ძალიან ბევრი ხალხი, რათა მშვიდობიანად გადაიბარონ ხელისუფლება და შეშინებულ პაპუაშვილს და მის ბელადს ვუთხრათ, რომ ძალადობა არ დარჩება უპასუხო

ირაკლი ნადირაძე - 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე იქნება ძალიან ბევრი ხალხი, რათა მშვიდობიანად გადაიბარონ ხელისუფლება და შეშინებულ პაპუაშვილს და მის ბელადს ვუთხრათ, რომ ძალადობა არ დარჩება უპასუხო

3 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 146

4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე იქნება ძალიან ბევრი ხალხი, რათა მშვიდობიანად გადაიბარონ ხელისუფლება და შეშინებულ პაპუაშვილს და მის ბელადს ვუთხრათ, რომ ძალადობა არ დარჩება უპასუხო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რითაც 4 ოქტომბერთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ირაკლი ნადირაძე აღნიშნავს, ახალი მთავრობა, ახალი მინისტრი ყველა იმ ადამიანს აგებინებს პასუხს, ვინც გაბედავს და ხელს აღმართავს მშვიდობიანი, თავისუფლების მოყვარე ადამიანების წინააღმდეგ.

„მათ ძალიან კარგად იციან, რომ 4 ოქტომბერს იქნება ძალიან ბევრი ხალხი, რომლებიც დროშების მშვიდობიანი რევოლუციისთვის და მშვიდობიანი დამხობისთვის ემზადებიან.

შეშინებულ შალვა პაპუაშვილს და მის პატრონს, ბელადს უნდა ვუთხრათ, რომ ძალადობა არ დარჩება უპასუხო და დაუსჯელი. არავინ გაბედოს, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, რომლებიც იქ მიდიან იმისთვის, რომ 4-ში საღამოს მშვიდობიანად გადაიბარონ ხელისუფლება, აღმართონ ხელი!

თუ ვინმე გასცემს პასუხს ამ ადამიანებს, ეს იქნება ქართველი ხალხი და დიახ, ახალი მთავრობა, ახალი მინისტრი ყველა იმ ადამიანს აგებინებს პასუხს, ვინც გაბედავს და ხელს აღმართავს მშვიდობიანი, თავისუფლების მოყვარე ადამიანების წინააღმდეგ”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე