სემეკ-სა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სემეკ-სა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

4 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 120

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და რუმინეთის მარეგულირებელი ორგანოს პრეზიდენტმა, ჯორჯ ნიკოლესკუმ. ამის შეასხებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის რეგულირების საკითხებზე გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარების მიზნით, რაზეც პერიოდულად ჩაატარებენ სამუშაო შეხვედრებს.

„გარდა ამისა, მხარეებს შორის თანამშრომლობა მოიცავს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ენერგეტიკული ბაზრების რეგულირების შესახებ, რომელიც ეფუძნება კონკურენტუნარიანობის, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებს. ასევე, მხარეები ითანამშრომლებენ ენერგეტიკულ სისტემაში განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციის საკითხებზე.

შეთანხმების შესაბამისად, მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას, გაცვლიან ინფორმაციასა და გამოცდილებას რეგულირებადი ბაზრის ოპერატორების ლიცენზირებასთან, მონიტორინგსა და კონტროლთან დაკავშირებულ თემებზე, მათ შორის კონტროლის საქმიანობის მეთოდოლოგიებზე, სერტიფიცირების საკითხებზე, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დახურული გამანაწილებელი სისტემებისათვის ავტორიზაციების გაცემის პროცედურებზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე