თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ევაკუაცია გამოცხადდა, სავარაუდოდ, სუს-ის ანტიტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლები მივიდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია დაახლოებით 1 საათის წინ გამოცხადდა. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა სასამართლო ტერიტორია ყველა პირს დაატოვებინეს, ასევე, ყველა სასამართლო პროცესი შეწყდა.
როგორც ადგილზე მყოფი პირები ამბობენ, მანდატურებმა მათ განუცხადეს, რომ შემოვიდა შეტყობინება შენობაში ბომბის არსებობის შესახებ.