ირაკლი ნადირაძე - ლევან ხაბეიშვილის დაკავება ემსახურება იმას, რომ 4 ოქტომბრის აქცია არ შედგეს, მაგრამ ვიქნებით ძალიან ბევრი

ირაკლი ნადირაძე - ლევან ხაბეიშვილის დაკავება ემსახურება იმას, რომ 4 ოქტომბრის აქცია არ შედგეს, მაგრამ ვიქნებით ძალიან ბევრი

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა RSS
პოსტი ნახა: 130

მისი თქმით, 4 ოქტომბერს აუცილებლად იქნება „რუსული ოლიგარქიული რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა“.

„18:00 საათზე სასამართლო სხდომა არ ჩანიშნულა, ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი. როგორც ჩანს, ეგრეთ წოდებულ მოსამართლეს საგულდაგულოდ არჩევდნენ, იმიტომ, რომ ეს საქმე სამართლისგან და სამართლებრივი საფუძვლებისგან თავიდან ბოლომდე დაცლილია. სჭირდებოდათ მორიგი ზონდერ მოსამართლე, რომელიც მათ ნებისმიერ დაკვეთას შეასრულებს. ეს პროცესი, ეს პოლიტიკური პროცესი ჟანდარმერიის მიერ დატყვევებულ ლევან ხაბეიშვილზე გადაწყვეტილება, ეფუძნება ერთადერთ რამეს - რომ 4 ოქტომბრის აქცია არ შედგეს, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ 4 ოქტომბერს ვიქნებით ძალიან ბევრი, ჯერ რომ არ ვყოფილვართ იმდენი ხალხი, რისიც ეშინიათ - სთავაზობდა ლევან ხაბეიშვილი 200 000 დოლარს? ჩვენც ვთავაზობთ ყველა 200 000 დოლარს, არ შეცვლილა პირობა. ამბობდა ეს ადამიანი მშვიდობიან რევოლუციას და მშვიდობიან დამხობას? დიახ 4 ოქტომბერს აუცილებლად იქნება მშვიდობიანი რევოლუცია და რუსული ოლიგარქიული რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა. დაგვიჭირონ, გაგვასამართლონ. ერთ რამეს უნდა მიხვდნენ, ყველა რომ დაგვიჭირონ ქართველი ხალხი აპირებს, რომ მშვიდობიანად დაამხონ, ამიტომ პოლიტიკური პროცესები - რა მოხდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს - ამაზე, რა თქმა უნდა, პოზიტიური მოლოდინები არ გვაქვს. მოლოდინი გვაქვს ერთი, რომ დღესაც ბევრი ვიქნებით რუსთაველზე და 4 ოქტომბერს ვიქნებით ძალიან ბევრი, რომ ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ ამ ქვეყნიდან გაიქცეს თავის რუსებთან ერთად“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე