ისნის რაიონში აწყურის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

ისნის რაიონში აწყურის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

18-02-2025 14:43
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 990

ისნის რაიონში აწყურის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში განხორციელდება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„ამ ეტაპზე, წყალმომარაგების, წყალარინების და გაზმომარაგების ქსელების განახლება მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური საგზაო სამუშაოებს დაიწყებს.

სამუშაოების საწყის ეტაპს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„დავიწყეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. აწყურის ქუჩაზე, რომელიც საკმაოდ დატვირთულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. მიწისქვეშა კომუნიკაციები ფაქტობრივად, განადგურებული იყო, რაც სავალი ნაწილის დაზიანებას იწვევდა და ავტომობილით გადაადგილება უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა.

პროექტის ფარგლებში, ყველაფერი მთლიანად იცვლება. პირველ რიგში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მუშაობს, რომელიც წყლისა და წყალარინების სისტემებს სრულად მოაწესრიგებს. ასევე, განახლდება გაზმომარაგების ქსელი. შემდეგ უკვე სამუშაოებში ჩაერთვება ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, რომელიც მოაწყობს სანიაღვრე ქსელს. ასევე, ელექტროსადენები განთავსდება მიწისქვეშ, დამონტაჟდება განათების ბოძები LED სანათებით, მოეწყობა ტროტუარი და ტერიტორია ადაპტირდება შშმ პირთათვის. ვფიქრობთ, სამუშაოებს ივლისში დავასრულებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, დაიხაზება ზებრა-გადასასვლელები და მოეწყობა საპარკინგე სივრცეები.

ადგილზე თბილისის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე იმყოფებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე