პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

18-02-2025 14:47
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 664

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, პირველი მოსმენით, 85 ხმით მიიღო. მთავრობის ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება, პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა წარადგინა.

ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტით გრანტის გაცემის უფლება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მიენიჭება, რომლის წესდების მიზანი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა იქნება. მისივე თქმით, ცვლილება განპირობებულია სამთავრობო პროგრამაში დაფიქსირებული მთავრობის ამოცანით, რომ საქართველოს მთავრობას უზრუნველეყო სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა.

როგორც ვახტანგ ბაჩიაშვილმა განმარტა, აღნიშნული სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარე წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული.

საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტის წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს და პრემიერ-მინისტრის ინიციატივა დადებით და მნიშვნელოვან ცვლილებად შეაფასეს. კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.



მსგავსი სიახლეები

19 საათის წინ

გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას - ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და მედიაგარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები, - აღნიშნულ განცხადებას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე