კახა კალაძე - გაეროში მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს სიმართლე და რეალობა - მიხეილ ყაველაშვილის ძირითადი გზავნილი იქნება ის, რომ მზად ვართ, აშშ-სთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ

კახა კალაძე - გაეროში მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს სიმართლე და რეალობა - მიხეილ ყაველაშვილის ძირითადი გზავნილი იქნება ის, რომ მზად ვართ, აშშ-სთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ

22-09-2025 15:35
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 552

მიხეილ ყაველაშვილის ძირითადი გზავნილები იქნება არსებულ რეალობაზე, მათ შორის იმაზე, რომ მზად ვართ, აშშ-სთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მიხეილ ყაველაშვილის აშშ-ში გამგზავრებას გამოეხმაურა, სადაც ის გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა.

კალაძის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული. მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს სიმართლე და რეალობა. რაც შეეხება თავად გამოსვლას, ძირითადი გზავნილები, რა თქმა უნდა, გაკეთდება არსებულ სიტუაციაზე. იმაზეც, რომ საქართველო მზად არის, აშშ-სთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადებები და განმარტებები, რომ ორმხრივი, მეგობრული ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.



მსგავსი სიახლეები

11 საათის წინ

გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას - ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და მედიაგარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები, - აღნიშნულ განცხადებას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე